ზუგდიდის ვიცე-მერმა გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები!", - წერს ის.
ფარულავა გეგა შენგელიას მოადგილედ 2019 წლის ზაფხულში
დაინიშნა. მანამდე ის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო.
მასალის გამოყენების პირობები