მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა - ადგილობრივები
მასალის გამოყენების პირობები