ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ახალი დირექტორი ეყოლება. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით,
მუზეუმს დავით ოყუჯავა უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ნიკოსეული სასახლის კურატორი იყო.
„ჩემი კანდიდატურა განიხილება, გიდასტურებთ, თუმცა ბრძანება ჯერ არ მინახავს. დაგიდასტურებთ მაშინ, როცა ამ ბრძანებას ვნახავ“, - ამბობს ოყუჯავა.
რაც შეეხება უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ლილი ბერაიას, მან ჩვენთან საუბარში თქვა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით, მინისტრს ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა, თუმცა მაშინ, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„ვრჩები აქ, მუზეუმის საგანძური იქნება ჩემს დაქვემდებარებაში. განცხადება 2 წლის წინ მქონდა დაწერილი, მაგრამ მინისტრი არ აწერდა ხელს ჩემს გათავისუფლებას. არ მინდა ასეთ ხალხში ვიმუშაო, უფროსი ვიყო, დირექტორობა არ არის ადვილი საქმე. არ მინდოდა და არ მინდა ვიყო დირექტორი, ამიტომ გადავწყვიტე სხვა პოზიცია დავიკავო“, - უთხრა მან რადიო
„ათინათს“.ლილი ბერაია დადიანების მუზეუმს წლებია ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები