ამერიკულ-გერმანული წარმოების "pfizer"-ის ვაქცინა საქართველოშია და მისით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.
"pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით უნდა გაკეთდეს. ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია "ბიონტექთან" ერთად შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები