ახალი ამბები
ზუგდიდის მერია 19 000 ლარის დახარჯვას "იმედის" იუმორისტული გადაცემის ჯგუფის ჩამოსაყვანად გეგმავს
ზუგდიდის მერიამ პირდაპირი შესყიდვის წესით ტელეკომპანია "იმედის" გადაცემის "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად" მუსიკალურ-იუმორისტული პროგრამის შესრულების მომსახურების შესყიდვაზე 19 ათასი ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიამ აღნიშნული შესყიდვის საფუძვლად ექსკლუზიური უფლებამოსილება მიუთითა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალურ-იუმორისტული გასართობი ღონიძიების ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებს "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად" შემოქმედებითი ჯგუფი, გიორგი გაბუნია, ჯიმი აბესაძე და ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. მათი ჟანრი არის მუსიკალურ-იუმორისტული, რამაც უდაოდ განაპირობა პოპულარობა საზოგადოებაში. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

მისცემს თუ არა შესყიდვების სააგენტო თანხმობას ზუგდიდის მერიას ზემოაღნიშნული შესყიდვის განსახორციელებლად რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მერიაში ამბობენ, რომ მუსიკალური შოუს გამართვა ღია ცის ქვეშ არის დაგეგმილი, თუ ამას ეპიდვითარების გაუარესებამ არ შეუშალა ხელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.