ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის დმო-ს ხელმძღვანელი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და თანამდებობას ტოვებს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან წულაია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა, მას მაღალი თანამდებობის პირებმა დმო-ს დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც წულაიას თქმით, ის არ დათანხმდა. ის მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდისთვის მისი აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნა მას შემდეგ გახდა არასასურველი, რაც მისმა ძმამ გახარიას გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადა.
წულაია ამბობს, რომ რეგიონის მოქმედმა გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს დმო-ს მხარდაჭერის შეწყვეტა დაავალა.

"ვინაიდან ჩემს მიმართ მოხდა მესიჯის გაჟღერება, რომ უნდა დამეტოვებინა თანამდებობა, იმის გამო რომ ჩემი ძმა არის ე.წ ოპოზიციის, პარტია "საქართველოსთვის" მხარდამჭერი, განვაცხადე რომ არ დავტოვებდი თანამდებობას, ვთქვი, რომ შეგიძლიათ მოიწვიოთ საბჭო და მიიღოთ გადაწყვეტილება კანონიერად, როგორც თვლით საჭიროდ, იმიტომ რომ მე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული პირველ რიგში ჩემს თავთან, მეორე კი რეგიონთან და საერთაშორისო დონორებთან, ამიტომ ერთი ხელის მოსმით მე ავდგე და წავიდე არ გამოდის. მას მერე მათ ცუდი მიმართულება აიღეს და ფარულად დაიწყეს დმო-სთვის საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამჟამად მოქმედმა გუბერნატორმა დაიბარა მერები და გააფრთხილა, რომ თანხაზე, რომლის ვალდებულებაც აქვთ, რომ დმო-ს ყოველწლიურად გამოუყონ დაფინანსების სახით, ეთქვათ უარი", - თქვა წულაიამ.

გარდა ამისა, ზუგდიდის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მერის მოვალეობის შემსრულებელმა არ დანიშნა დმო-ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც ორგანიზაციის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განხილულიყო, მათ შორის მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი. 

"მიმდინარე პროექტი გვაქვს UNDP-თან და აუცილებელი იყო სამეთვალყურეო საბჭოს შეკრება და გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რის შესახებაც მე დავაუწყე მერები და ზოგმა დაგვიდასტურა მონაწილეობა, ზოგმა არა. თუმცა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გადაწყვიტა რომ არ აინტერესებს რას საქმიანობს დმო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა. 4 თვის განმავლობაში არ დაინტერესებულა ადამიანი რა ხდებოდა, გვაქვს ოფიციალური მიმოწერაც, რომ აუცილებელია მიმდინარე საკითხებზე შეკრება და პასუხად მივიღეთ "როცა მინდა მაშინ მოვიწვევ საბჭოს". ვალდებულებაც ჰქონდათ მოეწვიათ წესდების მიხედვით", - აღნიშნა მან. 

ამასთან, წულაია გაუგებრად მიიჩნევს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ერთდროულად 2 სახის, სახელწიფო და ზუგდიდის მუნიციპალური აუდიტის მიმდინარეობას. 

"მივიდა იქამდე, რომ ჩემთან დაპირისპირებამ, ჩემი ძმის პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე, უკვე ორგანიზაციაც დააზარალა. ვთვლი, რომ ასეთ პირობებში აზრი არ აქვს ვიბრძოლო. ჩვენმა გუნდმა დიდი ენერგია და ძალისხმევა ჩადო, სამეგრელოში ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა იძულებული ვარ დატოვო თანამდებობა", - თქვა ლევან წულაიამ. 

ის ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და ტურიზმის სფეროში, კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს. მასთან ერთად დანიშნულების მართვის ორგანიზაცია პროდუქტის განვითარების მენეჯერმა მარიკა თოდუამაც დატოვა. მისი თქმით, სრულად აპოლიტიკურია და მსგავს სიტუაციაში მუშაობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წელს რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტმა ერთობლივად დააფუძნა. მისი მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.