შოთა წურწუმია თუ ჯუმბერ იზორია - ჩხოროწყუს საკრებულო დღეს თავმჯდომარეს აირჩევს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დღეს თავმჯდომარეს აირჩევენ. დეპუტატებმა ორი კანდიდატი - "საქართველოს" წევრი შოთა წურწუმია
და "ქართული ოცნებიდან" ჯუმბერ იზორია წარადგინეს.
ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც თავმჯდომარის არჩევის პროცედურები დაიწყება.
27-კაციან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" 7-7 წევრით არის წარმოდგენილი, "ლელოს" ერთი დეპუტატი ჰყავს, 12 წევრი კი "ქართულ ოცნებას". დღევანდელ სხდომას კოვიდიზოლაციაში მყოფი 1 ოპოზიციონერი დეპუტატი არ ესწრება.
მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მუნიციპალიტეტებში წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, შესაძლოა საკრებულოს შოთა წურწუმიამ უხელმძღვანელოს, რომელიც გახარიას პარტიას წარმოადგენს. მელიას თქმით, თუკი საკრებულოს ყველა საკვანძო პოზიციას ოპოზიციონერი წევრები დაიკავებენ, მისი პარტია მხარს დაუჭერს გახარიას პარტიის წევრებს საკრებულოს თავმჯდომარეებად არჩევას.
მასალის გამოყენების პირობები