ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც შექმნა. როგორც დღეს გამართულ სხდომაზე ითქვა, მისი თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაია იქნება.
ამ ეტაპზე მას 1 მოადგილე - კახაბერ ჩანგელია ეყოლება.
ინფორმაციისთვის, ახალი შემადგენლობის საკრებულოს პირველ სხდომაზე 2 ფრაქცია დაფუძნდა. მათგან ერთი "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებით დაკომპლექტდა და მას გიგა ფარულავა ხელმძღვანელობს. მისი მოადგილე მალხაზ თორიაა. რაც შეეხება მმართველი პარტიის ფრაქციას, მისი თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიაა და მას
6 მოადგილე ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები