ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა, რომელიც საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ჩავარდა.
კენჭისყრაში მონაწილეობას გახარიას პარტიის 7 წევრი და მმართველი პარტიის 12 დეპუტატი იღებდა. იზორიას კანდიდატურას მხარი მხოლოდ 12-მა წევრმა დაუჭირა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრების თქმით, ისინი მზად არიან შოთა წურწუმიას კანდიდატურა დღესვე კვლავ წამოაყენონ.
კენჭისყრამდე სხდომა
დატოვეს ენმ-ის და ლელოს წევრებმა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები