ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელიც დღეს, 12 საათზე იყო ჩანიშნული ერთი საათით გადაიდო. ადგილზე არ იმყოფებიან ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი.
რეგისტრაცია ჯამში 21-მა დეპუტატმა გაიარა. შესვენების შემდეგ, შესაძლოა სხდომას რამდენიმე დეპუტატი შეუერთდეს და კვორუმი შედგეს.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის საკრებულოში 45 დეპუტატია, მათ შორის 22 ენმ-ის, 20 "ქართული ოცნების", 3 კი "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენელია.
მასალის გამოყენების პირობები