სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ ზუგდიდში, ნაწულუკუს გზაზე, ნაძვის ხე მიიტანა და ორმოში ჩადგა.
ზარანდიას თქმით, მისი მანქანა უკვე მეორეჯერ დაზიანდა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე. მსგავსი შემთხვევა ჯერ შარშან, წელს კი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
"ერთი და იგივე ორმოში ორი წელი ზედიზედ დავზიანდი და უიმედობის ინდიკატორია ჩემთვის. მინდა "ბიძიების" ყურადღება მივიქციო. ყოველღიურ სპეკულაციებში ყოფითი პრობლემები განზე რჩებათ", - გვითხრა სამოქალაქო აქტივისტმა.
ის იმედოვნებს, რომ მსგავსი პროტესტი შედეგს გამოიღებს და გზაზე არსებულ ორმოებს დროულად ამოავსებენ.
მასალის გამოყენების პირობები