საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 230 - სამეგრელო – ზემო სვანეთში.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 065 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 990 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 925 137 გამოჯანმრთელდა, 14 425 კი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 516 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 800, "პისიარ" ტესტით – 29 716.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,47%, ბოლო 14 დღის – 9,24%, ბოლო შვიდი დღის – 9,62%. სულ ჩატარდა 2 603 603 აცრა, დღიურად აცრილია 5 631.
კარანტინის რეჟიმშია 53, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 369 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში 2 077 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები