აქციებისა და სხვადასხვა საპროტესტო აქტივობების პარალელურად, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული საფასურის გაუქმებას ითხოვს ფრაქცია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". შესაბამისი ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიამ საკრებულოში დღეს დაარეგისტრირა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი და რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ავრცელებს.
"ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტის საფასურის დაწესება მოსახლეობაში უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რასაც მოწმობს სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრები და ჩატარებული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანების ჩართულობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღი არის ერთადერთი მწვანე ზონა ქალაქში.
მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სტატისტიკური მონაცემები თუ ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ ზუგდიდის მოსახლეობის ეკონომიკურ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ინიციატივით შემოვდივართ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნას ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტთან დაკავშირებით დაწესებული გადასახადის საკითხი", - ნათქვამია ინიციატივაში.
ინფორმაციითვის, ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება რამდენჯერმე
გააპროტესტეს ახალგაზრდებმა და აქტივისტებმა. ამასთან, ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის
წარწერები გაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები