აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ითხოვს, რომ გაერომ მიანიჭოს „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში
მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის სახელზე მომზადებული მიმართვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ მოსკოვში, „აფხაზეთის საელჩოში“ „გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს გადასცა.
ინალ არძინბას თქმით, მათი სურვილია „მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა“ და თავად გააგებინონ „როგორ არის საქმე მათ ქვეყანაში“.
მასალის გამოყენების პირობები