ოჩამჩირის რაიონის ე.წ. პროკურატურამ 1986 წელს დაბადებული ანრი ჩხაბელიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "გენერალური პროკურორის"
მოადგილე რუსლან ტირკბამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ ბასლახუბას ტყეში მიმდინარე წლის 30 მარტს მოხდა. 1 აპრილს, დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავეს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები