სენაკის სამხედრო ბაზაზე ტყვიის გასროლის შედეგად ჯარისკაცი დაიღუპა
სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი დაიღუპა. 23 წლის ჯონი ახალაიას ტყვია კისრის მიდამოში აქვს მოხვედრილი.
ოჯახსა და ახლობლებს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა, დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები