უკრაინაში 16 აპრილს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ ალიკა ცაავასა და ორ ქართველ მებრძოლს კიევში დღეს დაემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდი კიევში უკვე მიმდინარეობს.
ამის შემდეგ, ახლობლების ინფორმაციით, ცხედრებს პოლონეთში გადაასვენებენ, რის შემდეგაც მათი სამშობლოში გადმოსვენება იქნება შესაძლებელი. ოჯახის ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილი ალიკა ცაავას პანაშვიდები ჯვარში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გაიმართება. მას, სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
40 წლის ალიკა ცაავა უკრაინაში მაშინ
დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანას ცდილობდა.
გასულ კვირებში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლი - დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.
მასალის გამოყენების პირობები