ახალი ამბები
„ცაიშის სამაროვანის“ არქეოლოგიური კვლევა-ძიებისთვის 40 ათასამდე ლარი გამოიყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ცაცხვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ე.წ. „ცაიშის სამაროვანის“ არქეოლოგიური კვლევა-ძიების მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულება კი 38 728 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ცაცხვში, გოგი ნაროუშვილის საკარმიდამო ნაკვეთზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები, სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლენილი კულტურული ფენების პრეპარაცია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკული სწავლება, შესასწავლი ტერიტორიის და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაცია, ფოტო ვიზუალური აღწერის მასალების მომზადება, შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალების მომზადება წყაროების მითითებით, საკვლევ ტერიტორიაზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი, შესასწავლი ტერიტორიის სიტუაციური გეგმის და საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემის მომზადება, არქეულოგიური კვლევისას გამოვლენილი ძეგლების განლაგების სქემის და ანაზომის შედგენა, ტექსტური აღწერილობისა და დასკვნების მომზადება.

გარდა ამისა, წარმოდგენილი პრობებისა და ვადების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა, შემსყიდველს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შედეგები.




რაც შეეხება სამუშაოების პირობებს, ტენდერის თანახმად, გამარჯვებულმა სხვადასხვა პირობა უნდა შეასრულოს, მათ შორის, მაგალითად, სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისაგან, განადგურებისა და დაკარგვისაგან. ასევე, გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან, თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები). ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყონებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, დაუყონებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად, საველე-კვლევით არქეოლოგიურ გათხრებში პრაქტიკულ-შემეცნებითი სემინარები ჩაუტარდეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებს.

აქვე მოცემულია „ცაიშის სამაროვანის“ მოკლე აღწერაც.

„სამაროვანი ცნობილი გახდა 2001 წელს, ადგილობრივი მცხოვრების, მოქალაქე მედეა ჭითანავას ინფორმაციის შემდეგ. 2001-2003 წწ. კოლხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. პაპუაშვილი) ამ ინფორმაციის საფუძველზე ცაიშის შემოგარენში ჩაატარა დაზვერვები. დაფიქსირდა ბრინჯაოს, ადრერკინისა და ანტიკური ხანის არტეფაქტები. სამაროვანი დაფერდებულ ადგილზე მდებარეობს და გვერდით პატარა უსახელო ღელე ჩამოუდის, ნიადაგი 0,4 - 0,5 მ სიღრმემდე კირქვიანია, რომელსაც თიხნარი ფენა მოსდევს. სამაროვანი აშკარად მრავალფენიანია და დიდ ფართობსაც მოიცავს, რაზედაც მეტყველებს სხვადასხვა ნაკვეთებში აღმოჩენილი ცალკეული არტეფაქტები. ცაიშის სამაროვანზე ჯერ-ჯერობით ორი კოლექტიური სამარხი-ორმოა შესწავლილი“, - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 23-დან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.