ახალი ამბები
"რინა მარგალურ ნინას" - ზუგდიდში მეგრული ენის დღე აღნიშნეს (ფოტო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ეზოში მეგრული ენის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა, რომელზეც ადამიანები როგორც სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ისე თბილისიდანაც ჩამოვიდნენ. მათი თქმით, მეგრული ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, რის გამოც მის გადასარჩენად როგორც სახელმწიფომ, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

აქციის მიმდინარეობისას მეგრული სიმღერები გააჟღერეს, გამომსვლელებმა კი მოქალაქეებს მეგრულად მიმართეს. მათ არაერთხელ აღნიშნეს, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში, მეგრული ენის გადარჩენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

შეკრებილებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით "სიცოცხლის უფლება მეგრულ ენას" და "რინა მარგალურ ნინას" (ქართ. სიცოცხლე მეგრულ ენას).

აქციაზე ორგანიზატორებთან ერთად იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლები, მათ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე, შოთა წურწუმიაც შეუერთდა. 

"თუ რამე ღირებული შეგვიქმნია ან ვქმნით მომავალში, არაფერს ფასი არ ექნება თუ მეგრული ენა დაგვეკარგება. დღეს, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემს მუნიციპალიტეტში და ყველგან სამეგრელოში, როცა დავდივარ, ვამჩნევ რომ ეთაკილებათ ახალგაზრდებს მეგრულად საუბარი. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ინიციატივა გამოთქვა, რომ დაწყებით კლასებში არჩევით საგნად ისწავლებოდეს მეგრული და სვანური, მე რიგითი ქართველი, რიგითი კოლხი ვიქნებოდი თანახმა", - აღნიშნა შოთა წურწუმიამ. ის აქციაზე სიტყვით გამოვიდა და რამდენიმე მეგრული ლექსიც წაიკითხა. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ბუკია პრობლემისადმი კომპლექსური და სწორი მიდგომის საჭიროებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. 

"ამას მოყვება მერე ყველაფერი დანარჩენი - უნდა შემოიღონ სწავლება, გაიხსნას მეგრული ტელევიზია, რადიო, დაიბეჭდოს პრესა. ჩემი ბიძაშვილი კორსიკაში იმყოფება. მირეკავს და მეუბნება, ირაკლი, იცი რა ვნახე? ტრაფარეტებზე აწერია კორსიკულად და ფრანგულადაც. კორსიკაში თურმე მეოთხე კლასამდე სწავლობენ ფრანგულად, მეოთხედან მეშვიდემდე კორსიკულად და მერე ისევ ფრანგულად, ასე შერეულია. ფრანგული სახელმწიფო ენაა და ამასთან ერთად კორსიკული ენაც. ასეთი რაღაცები გადმოვიტანოთ ევროპიდან", - თქვა ირაკლი ბუკიამ.

ამასთან, ის საზოგადოებაში არსებულ მცდარ შეხედულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მცირე რიცხოვნობა, გარკვეულწილად დაკავშირებულია საკითხისადმი სტერეოტიპულ წარმოდგენებთან, რაც მისივე თქმით, უსაფუძვლოა.

"დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდნენ ფოთიდან, თბილისიდან, ჩხოროწყუდან, წალენჯიხიდან. რატომ არ მოვიდა ბევრი ხალხი? ფობიებს აქვს ადგილი. ჩემს აქტივიზმს დააბრალეს სეპარატიზმი. სეპარატიზმში გვდებენ ბრალს, არადა ჩვენგან არასდროს არ გაჟღერებულა, რომ დამოუკიდებელი სამეგრელო გვინდა. საქართველოს შვილები ვართ. ეროვნებით ვართ ქართველები, ეთნიკურად მეგრელები. მეგრული ჩვენი მშობლიური ენაა, ქართული ჩვენი საყვარელი სახელმწიფო ენაა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და სხვათა შორის, ქართულად მეტყველებისას, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე მეგრულად საუბრისას, სამწუხაროდ. ჩვენი სამომავლო გეგმაა ამ მიმართულებით მუშაობა, ხალხის გამოფხიზლება, ფობიების მოხსნა. მეგრული ენა ჩვენს ქვეყანას ცუდს არაფერს მოუტანს. ეს უნდა შევაგნებინოთ ხალხს. ადამიანს ვეკითხები, რას ფიქრობ, რომ სკოლაში შემოვიდეს მეგრული ენის სწავლება. ის მომიბრუნება და მეუბნება, შენ რა, დამოუკიდებელი სამეგრელო გინდა? რისი დამოუკიდებელი სამეგრელო, ენგურიდან ცხენისწყლამდე რისი სახელმწიფო? რისი დამოუკიდებლობა? ჩვენ კოლხები ვართ. კოლხურ ფუნდამენტზეა ეს ქვეყანა აშენებული. სოხუმელი კაცი ვარ, გამოდევნილი ვარ იქიდან. სეპარატიზმისგან დაზარალებული ადამიანს მაბრალებენ სეპარატიზმს. ეს მაგონებს იმას, ზელენსკი ფაშისტიაო. ებრაელი ზელენსკი ფაშისტი და სოხუმიდან დევნილი ბუკია სეპარატისტი. სასაცილოა", - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ბუკიამ.

მეგრული ენის დღე ზუგდიდში ყოველწლიურად 2013 წლიდან აღინიშნება. თარიღი ენათმეცნიერ მამანტი ძაძამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით შეირჩა.


ამავე თემაზე: 

უნდა ისწავლებოდეს თუ არა მეგრული და სვანური ენები სკოლებში - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)

პრეზიდენტი სკოლებში მეგრულისა და სვანურის სწავლების ინიციატივით გამოდის




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
დღის სიახლეები
07 / სექტემბერი 2024
დღეს, ზუგდიდში, 9 სართულიანი კორპუსის მოპირკეთების პროცესში დაღუპული მუშა თურქეთის მოქალაქეა.
07 / სექტემბერი 2024
მუშა რომელიც ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
07 / სექტემბერი 2024
მოსკოვმა და სოხუმმა დაამტკიცეს საქონლის ჩამონათვალი და მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა მოხმარებისთვის „უბაჟოდ“ შეიტანენ. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ოქმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს, წერს „ აბხაზია ინფორმი“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.