სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში გასართობი ღონისძიების შესყიდვას გეგმავს.
კერძოდ, საუბარია შემოქმედებითი საღამოზე, რომელიც 13 ივნისს აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში უნდა გაიმართოს. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კონცერტში მონაწილეობას ლაშა ღლონტი, დავით არჩვაძე და მურმან ჯინორია მიიღებენ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მერია 8 125 ლარის დახარჯვას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები