წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი მერიის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც რეორგანიზაციას ეხებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მერიის საშტატო ნუსხა 8 ადამიანით შემცირდება. საკითხს 14-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, "ქართული ოცნების" 10 წარმომადგენელი კი წინააღმდეგი იყო.
"დაახლოებით, 140 საშტატო ერთეულიდან, რაც არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიის ნუსხაში, გადაწყდა, რომ 8 ერთეული იქნება ოპტიმიზებული. მივიჩნიეთ და ვისურვეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად უმტკივნეულო პროცესი, მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე მომხდარიყო რეორგანიზაციის პროცესი, მათ შორის შტატების გაუქმება", - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ წალენჯიხის ვიცე მერმა ივანე ბურდულმა.
სხდომა ხმაურის ფონზე
მიმდინარეობდა. მმართველი გუნდის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს მერიიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.
მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ გზით ბიუჯეტიდან 120 ათას ლარამდე თანხის ეკონომია გახდება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები