სტიქიის შედეგად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე დააზიანდა და წაიქცა.
ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხეების უმეტესობა ასაკოვანი და ამორტიზებული იყო.
ამავე ცნობით, ნაწილობრივ დაზიანებულია ბოტანიკურის ღობე.
ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად ქარჩავას თქმით, ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დღეს ბაღი ვიზიტორებისთვის დაიკეტა.
მასალის გამოყენების პირობები