აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე დააკავეს.
ინფორმაცია უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, ზუგდიდში დაბადებულ და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს "ჯაშუშობას" ედავებიან.
ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის თაკალანძე "უცხოური დაზვერვის" დავალებით, სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.
"მისი მიზანი იყო საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, სახელმწიფო, სამხედრო და სხვა საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება, მათი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის შესაქმნელად, საგარეო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის საზიანოდ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში
ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ "პროკურატურამ" სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით აღძრა.
"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები", - აცხადებს დე ფაქტო სუს-ი.
მასალის გამოყენების პირობები