ზუგდიდის მერიის ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად ქარჩავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა,
რომლის კომენტარებში მას წარმატებებს უსურვებენ და გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ბაღის ადმინისტრაცია მისი სახით კომპეტენტურ კადრს კარგავს.
კითხვაზე, დატოვა თუ არა თანამდებობა, ქარჩავამ რადიო
"ათინათს" უპასუხა, რომ არა, ასევე, დასძინა, რომ 1-ელ სექტემბრამდე შვებულებაშია და უცნობია, განიხილება თუ არა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ის ამბობს, რომ შესაძლოა სხვა პოზიციაზე გადასვლა შესთავაზონ, რასაც თვითონ არ დათანხმდება.
"შვებულებაში ვარ ამ ეტაპზე. სხვა პოზიციაზე საკუთარ თავს ვერ ვხედავ", - გვეუბნება ზვიად ქარჩავა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბაღის ააიპ-ის ხელმძღვანელობაში ცვლილებების განხორციელება, მერიაში კონკრეტულ პასუხს არ ამბობენ. პრესსამსახურში მხოლოდ მისი შვებულებაში გასვლის ფაქტი დაადასტურეს.
ზვიად ქარჩავა აღნიშნულ პოზიციას 2016 წლის აგვისტოდან იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები