უკრაინაში დაღუპული სენაკელი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული 54 წლის გელა გოგიას ცხედარი საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს. ის 13.00 საათამდე გაგრძელდება. შემდეგ გელა
გოგიას ცხედარს სენაკში გადაასვენებენ. მას სამხედრო პატივით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ, ალყაში მოხვედრისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები