დადიანების სასახლეთა ეზოში ე.წ საშობაო მეჯლისის გადაღებებისთვის დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.
ადგილზე მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები და სავარაუდოდ, გადაღებები უახლოეს დღეები შედგება.
როგორც მუზეუმის დირექტორმა დავით ოყუჯავამ გვითხრა, ის არ ფლობს ინფორმაციას თუ რამდენ დღეს გასტანს გადაღებების პროცესი და გადაიკეტება თუ არა ამისთვის ტერიტორია. ის სხვა დეტალებზე საუბრისგანაც იკავებს თავს.
უცნობია, რამდენი დაუჯდება კულტურის სამინისტროს წლევანდელი ღონისძიების ორგანიზება და გადაღება. საჯარო ინფორმაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რადიო
"ათინათმა" ვერ მიიღო ცნობები გასულ წელს ტვ "იმედის" ეთერში გასული "მეჯლისის" ხარჯების შესახებ.
ამავე თემაზე:
მეჯლისი ზუგდიდის დადიანების სასახლეში და აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები