8-9 ოქტომბერს, ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზატორები წერენ.
„თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად ისტორიულ-კულტურული კონტექტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია.
„F5“ მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.
ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება - ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აქვე მოცემულია პროგრამაც.
„8 ოქტომბერი:
ლიტერატურული პროგრამა:
17:00 საათი: ყოველდღიურ რუტინაში ჩაკარგული ჩვენი დიდი გრძნობები (რომანი და დოკუმენტური პროზა), საუბარი ნესტან ნენე კვინიკაძესთან, მოდერატორი: გვანცა ჯობავა;
17:30 საათი: პოეზიის თარგმნის სიძნელეები – შეხვედრა დალილა გოგიასთან, მოდერატორი გიორგი შონია;
18:00 საათი: ახალი ხმები ქართულ პოეზიაში, შეხვედრა ქეთი გზირიშვილთან და თორნიკე სიბაშვილთან, მოდერატორი: ნიკა ლაშხია;
18:30 საათი: ზაურ გერგედას ახალი წიგნის – „შეშლილობის გამოცდილება“ წარდგენა, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
19:00 საათი: რას ნიშნავს „ჟანრული ლიტერატურა“, საუბარი ზაზა კოშკაძესთან, მოდერატორი: გიორგი შონია;
19:30 საათი: ჟურნალ "ებგურის" წარდგენა. წარმდგენი: ზეინაბ სარია
მუსიკა: ნათია ალშიბაია
9 ოქტომბერი:
17:00 საათი: წიგნიერებისთვის. გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია.
17:30 საათი: ომში ყოფნა და ომზე წერა – გელა ჩქვანავას მოთხრობები და რომანები, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
18:00 საათი: „არგადარჩენა“ შამუგიას რეცეპტით – შეხვედრა პაატა შამუგიასთან, მოდერატორი: გიორგი შონია;
18:30 საათი: როგორ ვწერდით 90-იანებში – გიორგი ბუნდოვანი და გაგა ნახუცრიშვილი, მოდერატორი: ნიკა ლაშხია;
19:00 საათი: ანტისაბჭოთა მოძრაობა 60-იანი წლების ზუგდიდში და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – საუბარი ედემ კვირტიასთან, მოდერატორი: დათო ლოგუა;
19:30 საათი: კულტურის დეცენტრალიზაცია, სპიკერები: ივა ფეზუაშვილი, პაატა შამუგია, ერეკლე დეისაძე, ნიკა ლაშხია, ზვიად კვარაცხელია და გიორგი შონია
მუსიკა: ერეკლე დეისაძე
ფესტივალს საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა. ის გასულ წელს პანდემიის გამო ვერ ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები