საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა.
ამასთან, უწყებამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი ზაალ გოროზია ცოლზე ძალადობის ბრალდებით 5 ოქტომბერს
დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები