თუ ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან აღემატება 50 მილიონ დოლარს წელიწადში, მაშინ იქ საელჩო იხსნება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა 10 ნოემბერს "მინისტრთა
კაბინეტში" ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
"ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. მე ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის ჩვენ გავალთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებზე", - განაცხადა ბჟანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა უზრუნველყოს ოკუპირებული აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით.
გარდა ამისა, ბჟანიას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება ატარებს ყველა საჭირო ზომას "ქვეყნის" სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, მათ შორის ისეთს, როგორიცაა, ორგანიზაციული და საკადრო ხასიათის ღონისძიებები, სამობილიზაციო მზადყოფნის დონის ამაღლება, შეიარაღებული ძალების დამატებითი ტიპის იარაღითა და სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და ლოჯისტიკა.
მანამდე ბჟანიამ გასცა ბრძანება, იმის შესახებ, რომ "შეიარაღებულს ძალებმა შეენარჩუნებინათ ჯარის სამობილიზაციო მზადყოფნა იმ დონეზე, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და დაცვას".
ოქტომობრის დასაწყისში სოხუმში ბელარუსის და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფებოდა.
უფრო ადრეს, 28 სექტემბერს , ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
შეხვედრაზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს.
აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.
მასალის გამოყენების პირობები