მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 2 პირს ბრალი ცოტა ხნის წინ ზუგდიდში წარუდგინეს.
მათგან ერთს, 60 წლამდე ასაკის როლანდ აფრასიძეს, 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლით. მისი უფლებადამცველის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
რაც შეეხება მეორე პირს, გიორგი ცინდელიანს ბრალდება სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. თავს დამნაშავედ არც ის მიიჩნევს.
ამ წუთებში სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ამავე თემაზე:
მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მესაზღვრე ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი
მესტიაში მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
მესტიაში 2 პირი მოკლეს, 1 კი დაიჭრა
მასალის გამოყენების პირობები