ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა, მოგლეჯილია ხეები.
ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
"მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორინგს ახორციელებენ. ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად ელექტროენერგია ფოთის ნაწილსაც არ მიეწოდება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები