მოგლეჯილი ხეები, გათიშული ელექტროენერგია - სტიქიის მეორე დღე სამეგრელოში
ძლიერმა ქარმა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ზუგდიდსა და ფოთში პრობლემები შექმნა.
ღამით ქარისგან მოგლეჯილი ხეებიის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც ახლაც გრძელდება.
ქარმა ხეები მოგლიჯა სოფელ განმუხურშიც. სოფლებში უბნების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ფოთში კი ქალაქის მერია ადგილობრივებს ისევ სიფრთილისკენ მოუწოდებს. აქვე მოქმედებს ცხელი ხაზი.
პრობლემურ მუნიციპალიტეტებში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიები.
მასალის გამოყენების პირობები