1200-მდე დაზიანებული შენობა, 4 დაშავებული, დენის გარეშე დარჩენილი აბონენტები - სტიქიის შედეგები სამეგრელოში
სამეგრელოში ოთხდღიანი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პირველადი მონაცემებით, ძლიერმა ქარმა 1100-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი და 38 საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.
ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე, დაზიანდა 6 საბავშო ბაღი. დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შეზღუდული იყო გაზისა და წყლის მიწოდება.
ოთხი დღის განმავლობაში მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ავტომობილები, ფოთში დაშავდა ერთი ადამიანი, სენაკში სამი პირი. ყველა მათგანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
შესაბამისი ბრიგადები და მუნიციპალური სამსახურები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
მასალის გამოყენების პირობები