"ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიულ არჩევნების შედეგები ცნობილია. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
მას ამომრჩეველთა 52.58%-მა დაუჭირა მხარი. ნიკა მელიამ კი ხმების 40% მიიღო.
ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა - 52.58%
ნიკა მელია - 16 476 ხმა - 40%
ნონა მამულაშვილი - 1 537 ხმა - 3.73%
გიორგი მუმლაძე - 1 516 ხმა - 3.68%
არჩევნების შედეგების შესახებ ჟურნალისტებთან საარჩევნო კომისიის თავმჯდმარემ კობა ნაყოფიამ ისაუბრა. მისი თქმით პარტიის ონლაინ კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 41 264 პირმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები