ზუგდიდელ როინ მებონიას, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების თვალწინ, ცივი იარაღით მოკლა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაივლის, შემდეგ კი სასჯელის მოხდას პენიტენციურ დაწესებულებაში გააგრძელებს.
გამოძიების ინფორმაციით, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში, როინ მებონიამ მეუღლეს, ზუგდიდელ სოფო კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის რამდენიმე ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.
ამავე თემაზე:
მამაკაცი, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, ზუგდიდელია
ზუგდიდელი ქალის მკვლელობა მდუმარე აქციით გააპროტესტეს (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები