ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დღეიდან “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ინტერესებს აღარ დაიცავს.
ამის შესახებ ესებუას შუამდგომლობა მოსამართლე ეკატერინე ბებიამ სასამართლოს დარბაზში წაიკითხა, რის შემდეგაც კობაიძემ სხდომა დატოვა.
დღესვე სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეების, მათ შორის, ყოფილი მძევლების გამოკითხვას განაგრძობს. დღესვე უნდა გამოიკითხოს ყოფილი მძევალი მურმან ბულია, რომელიც თავდამსხმელმა სხვა სამ მძევალთან ერთად კირცხის ტყეში დატოვა.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბათუმის ციხეში ესებუას ხმისა და სუნის ნიმუშები აიღეს.
შეგახსენებთ, ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს
აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს
ბადრი ესებუას პროცესზე მძევლები იკითხებიან
ვცხოვრობდი სოხუმში, ბათუმსა და თბილისში, ტყეში არ დავმალულვარ - ბადრი ესებუა
ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ
მასალის გამოყენების პირობები