ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას სახელმწიფო შემოდგომაზე გეგმავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინებია.
"საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ჩვენ წელს ვგეგმავთ სერიოზული პროექტების განხორციელებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, წელსვე გვინდა დავიწყოთ მშენებლობა, შემოდგომაზე,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა 20 თებერვალს გამოცხადდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ამავე თემაზე:
ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით - პრემიერი
მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაზარალებულებს დაუბრუნდება - პროკურატურა
მასალის გამოყენების პირობები