სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს თენგიზ აგრბას სცემეს. დაშავებული სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა 7 აპრილს მოხდა, თითქმის მაშინვე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აგრბაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ აფხაზი ლიდერის შვილი მაქსიმ ბჟანია, ასევე მისი ნათესავი, ინალ კვიცინია.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი თენგიზ აგრბას ფეისბუქ პოსტს უკავშირდება, რომელშიც ის სოფელ ლიხნიში ცაცხვის ხის დაზიანებას ეხმაურება და ქსელში აფხაზი ლიდერის და რუსი მოდელის მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, ბჟანიას ნეგატიურად მოიხსენიებს და "სამარცხვინოს" უწოდებს.
ამავე ცნობით, სამართალდამცველებს ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.
მასალის გამოყენების პირობები