ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებულთათვის "ბოლო ზართან" დაკავშირებულ გასართობ ღონისძიებაზე ქართული მუსიკალური ჯგუფი "Killages" დაუკრავს,
რაშიც მერია მათ 15 000 ლარს გადაუხდის. კონცერტი 22 მაისსაა დაგეგმილი და როგორც გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შემსრულებლები ახალგაზრდული სათათბიროს მოთხოვნის შესაბამისად შეარჩიეს.
"დასახელებული მუსიკალური ჯგუფის მოწვევა ემყარებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით დაფუძნებული ახალგაზრდული სათათბიროს მოთხოვნას, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდების ნებაყოფლობით გაერთიანებას და მოიცავს 300-მდე ახალგაზრდას. სათათბირომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩაატარეს გამოკითხვა, "ბოლო ზართან" დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებაზე მათთვის სასურველი მუსიკალური ბენდის გამოსავლენად, რომლის შედეგად დასახელდა მუსიკალური ჯგუფი "Killages". შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გაითვალისწინა ახალგაზრდების თხოვნა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჯგუფის მოწვევასთან და მუსიკალური პროგრამის შესრულების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამასთან, დაახლოებით ამდენივე (15 525 ლარი)
უჯდება ბიუჯეტს საკონცერტო სცენის მოწყობა და "ფერების ფესტივალის" ორგანიზებაც, რომელსაც "შპს სთორი +" უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურებისთვის მერიას 25 ათასამდე ლარი ჰქონდა გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები