საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის თავზე ზუგდიდი საზეიმო
ღონისძიებებისთვის ემზადება.
დღეს ზვიად გამსახურდიას გამზირზე სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი, ღონისძიებები კი ორ საათზე დაიწყება.
ადგილზე უკვე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, ეწყობა ობიექტები მეწარმეებისთვის, მზადდება საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, იქნება კოსტუმირებული მსვლელობა.
17:10 წთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს ზვიად გამსახურდიას გამზირს მოივლის ეროვნული დროშა და გაჟღერდება ეროვნული ჰიმნი.
დღოს ბოლოს კი კონცერტი გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები