სოჭსა და გაგრას ჩქაროსნული მატარებელები დააკავშირებენ. ელექტრომეტარაბელი "ლასტოჩკა"რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ყოველდღე ივლის, წერს "აფსნიპრესი", "აფხაზეთის რკინიგზის" "გენერალური დირექტორის"
არსოუ ჭითანავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამავე ცნობით, მგზავრები საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს ვესიოლოიეს (რუსეთი) და ცანდრიფშის (აფხაზეთი) სადგურებზე გაივლიან. ბილეთები უკვე იყიდება სალაროებში.
მატარებლები 8 ივნისიდან დაიწყებენ მიმოსვლას.
მანამდე აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივნისიდან სოჭი - სოხუმის მიმართულებით რუსული
საკრუიზო ლაინერი "კნიაზ ვლადიმირიც" ივლის.
ამავე ცნობით, ლაინერი აფხაზეთში 29 ივნისს ჩავა, სადაც სამი დღე გაჩერდება. სულ, ზაფხულის პერიოდში, 11 რეისია დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები