წალენჯიხაში, გრანელის პარკში ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა.
“გრანელობა” - ასე ჰქვია ორდღიან ღონისძიებას, რომელშიც ათობით ავტორი და არაერთი გამომცემელი მონაწილეობს.
ფესტივალი “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძისა და წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მიმართვებით გაიხსნა.
![](/images/temp/2023/07/02/d26c8f1534d05a2a0db1f0226c83ac71.jpg)
ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში ჩატარდება წიგნების გამოფენა - გაყიდვა, სტუმრები კი სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.
![](/images/temp/2023/07/02/679fda24d367dddb9e797159cd16438b.jpg)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში 20-მდე გამომცემლობა და 27 ავტორი მიიღებს მონაწილეობას.
![](/images/temp/2023/07/02/3ccd3072f61c0ed5cfc904736176a300.jpg)
პროგრამა აერთიანებს, როგორც ქართულ, ზოგად კოლხურ, ასევე საერთაშორისო, მათ შორის, უკრაინულ თემატიკას. ღონისძიება ასევე მოიცავს ბლოგს ტერენტი გრანელის შემოქმედებაზე. ფესტივალზე გრანელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდებიან.
![](/images/temp/2023/07/02/2f01add297653db24a92c7dcb12be6b6.jpg)
წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი პირველად
შარშან გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები