ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ქართული ენა-ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 50 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
როგორც საგამოცდო ცენტრში რადიო
"ათინათს" უთხრეს, დარეგისტრირებული 372 აპლიკანტიდან 323 გამოცხადდა. ამავე ინფორმაციით, არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული
ენა-ლიტერატურის ტესტირებით
დაიწყო.მეორე სესიისთვის სარეგისტრაციო პროცედურები დღის 2 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 3 საათიდან მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:ზუგდიდში გამოცდის პირველ სესიაზე 45 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
მასალის გამოყენების პირობები