წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე მოროჟამ დააზიანა არსებული გაბიონი.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა შიდა საუბნო გზები. სოფელ საჩინოს ბორბოლის უბანში დაიმეწყრა შიდა საუბნო გზა.
სოფლბის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამავე თემაზე:სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია
სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)
ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები