საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა დააზიანა ქუთაისი-სოხუმის DN500მმ მაგისტრალური გაზსადენი.
როგორც საქართველოს ტრანსპორტირების კომპანიაში განმარტავენ, აქედან გამომდინარე, მ/წ 11 ივლისის 07:50 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად შეუწყდა ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს, ასევე ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
მათივე განცხადებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საავარიო მდგომარეობიდან გამომდინარე პრობლემა დროულად აღმოიფხვრას და კონკრეტულ მონაკვეთზე გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირება აღდგეს.
ამავე თემაზე:ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება რამდენიმე დღით შეეზღუდება
მასალის გამოყენების პირობები