ახალი ამბები
მესტიაში სვანეთის საერთაშორისო კინო-ფესტივალი გაიხსნა
სვანეთში დღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალი 27 ივლისამდე გაგრძელდება და ყოველ საღამოს, სეტის მოედნაზე, თანამედროვე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების გარე ჩვენებები მოეწყობა.

ასევე ჩატარდება Pitching forum კონკურსი, სადაც გაიცემა ფულადი ჯილდოები პროექტის განვითარებისათვის — საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს გადაეცემა დამოუკიდებელი კინოპროექტის / Independent film project ჯილდო – 5000 ლარი, ხოლო საუკეთესო რეჟისორი ქალის პროექტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო – 3000 ლარი. 

ღონისძიებაზე პირველად Work in progress კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდებიან რეჟისორები თავიანთი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით.

სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალის სტუმრები იქნებიან მსახიობი მერაბ ნინიძე და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.

ფესტივალის დასკვნით დღეს, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის, „დედეს“ ჩვენება  ჭუბერში მოეწყობა.

ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ იმართება, მისი დამფუძნებლები არიან რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და პროდიუსერი თეიმურაზ ჩხვიმიანი. კინოფესტივალის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფებს სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებასა და განვითარებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.