შაბათ-კვირას ზუგდიდსა და მარტვილში "მუსიკალური საღამოები" გაიმართება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდში ღონისძიებები დადიანების სასახლის მიმდებარედ ჩატარდება.
აქტივობები 19 საათზე დაიწყება და საღამოს 22 საათზე "ღამის შოუს ბენდის" კონცერტით დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცის, ასევე, კვების სივრცის მოწყობა, ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლის გამართვა.
რაც შეეხება მარტვილს, აქ "მუსიკალური საღამო" კვირას კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. პროგრამას მარტვილში კონცერტით ჯგუფები „გუფი ლენდი“ და „ფორტე“ დაასრულებენ.
მუსიკალური საღამოები, რომლებიც მთავრობის ორგანიზებით იმართება, უკვე ჩატარდა ხობში, ჩხოროწყუსა და ფოთში.
მასალის გამოყენების პირობები