ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ივლისს გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დახმარების თხოვნით მიმართავს აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას, დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენს ანას ქიშმარიას,
ე.წ. დეპუტატს ტიმურ შერგელიას და მოქალაქეებს.
"არიან ეჭვმიტანილები", - წერს იამზე აგუმავა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ოფიციალური" უწყებები ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
გალში მეხუთე დღეა 28 წლის ნათია ბახტაძეს
ეძებენ. ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ამავე ცნობით, ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებს, ბოლოს 28 ივლისს, დაახლოებით, 17 საათზე დაუკავშირდა, მას შემდეგ კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და ხაზზე არ გამოსულა.
ახლობლები დახმარებას ითხოვენ და ახალგაზრდა ქალის ფოტოს და მობილურის საკონტაქტო ნომერს ავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები