8 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო სააპელაციო განაცხადების მიღება 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებისთვის.
შედეგების გასაჩივრების შესახებ განცხადებები 10 აგვისტოს 18: 00 საათამდე მიიღება.
naec.ge-ის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების დარეგისტრირება მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი ვებგვერდზე: online.naec.ge
ამავე ცნობით, აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
შეფასებისა და გამოცდების ერთოვნული ცენტრი ასევე აქვეყნებს სააპელაციო განაცხადის შევსების
ინსტრუქციას. სააპელაციის საფასურს გასაჩივრების ავტორი სააპელაციო განაცხადის შევსებამდე იხდის. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია, ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე.
ასევე, აბიტურიენტს, რომელიც 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. განაცხადის გასაუქმებლად რეგიონებში მსურველებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები