კალაძე, კობახიძე, მდინარაძე ზუგდიდში - “ქართული ოცნება” სამეგრელოში პარტიის რაიონულ თავჯდომარეებს ირჩევს
ზუგდიდში, კულტურის სახლში “ ქართული ოცნების” პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც მმართველი პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
ამჟამად ამ პოსტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია იკავებს.
ადგილზე უკვე ჩამოვიდნენ “ქართული ოცნების” ლიდერები: თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და გენერალური მდივანი კახა კალაძე.
ზუგდიდის გარდა კონფერენციები მომდევნო დღეების განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები